საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული პირებიდან 11 მათგანი თვითიზოლაციაში

გადავიდა. საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის განცხადებით, პაციენტების თვითიზოლაციის შესაძლებლობა შემოწმდა და მათ საკარანტინო ზონა მხოლოდ ამის შემდეგ დატოვეს. 

საჩხერის საკარანტინო ზონაში დღეისათვის 29 მოქალაქე რჩება. მიხეილ ქამუშაძის განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

რაც შეეხება საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ 3 პაციენტს, ქამუშაძის განმარტებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია და რაიმე სახის გართულებებს ადგილი არ აქვს. 

“3 პაციენტი ჩვენთან 2 კვირის განმავლობაში დარჩება. დამატებით გადაკონტროლდება მათი ანალიზები და თუ ვირუსის არსებობა აღარ დაუდასტურდებათ, დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს,”-განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *