კარანტინში იძულებით კიდევ 13 ადამიანი მოათავსეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტები გამოვლენილია შიდა და ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებში.
იძულების წესით, ჯამში, 55 ადამიანია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.