სეზონურ გრიპთან დაკავშირებით კლინიკებმა პაციენტის ნახვის წესები გაამკაცრეს. ჰოსპიტალიზებული
პაციენტის მონახულება 24 საათში ერთხელ ერთ მნახველს შეეძლება.
,,სეზონურ გრიპთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ რომ მიგვეღო შეზღუდვა. ჰოპიტალიზებუოლ პაციენტთან 24 საათში დაიშვება მხოლოდ ერთი მნახველი. ეს არის ჩვენი შიდა შეზღუდვა, რათა თავიდან ავიცილოთ სეზონური გრიპის გავრცელება. დავიცვათ ჩვენი პაციენტები და ჩვენი მედ პერსონალი.ჩვენს კლინიკაში მომართვიანობა ძალიან არ გაზრდილა, თუმცა მომართვიანობა არის როგორც პედიატრიულ, ისე მოზრდილთა განყოფილებაში . ჯერჯერობით რაიმე გართულებას ადგილი არ ჰქონია.”- განაცხადა ინტერვენციული მედიცინის ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა თამარ ჯანელიძემ.
გრიპის სიმპტომებით ავადობის შემცირებას დაავადებათა კონტროლის ცენტრში თებერვლის ბოლოდან ვარაუდობენ.