დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრის განცხადებით, ამ ეტაპისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
“ვთხოვთ მოსახლეობას, ნუ აყვება პანიკას. საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის შემოტანისა და გავრცელების პრევენცია. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია და შეუძლია დაავადების შემოტანის შემთხვევაში უზრუნველყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,”-ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
ახალი ვირუსის პრევენციის მიზნით, სხვა ღონისძიებებთან ერთად, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა შემოწმება მიმდინარეობს.