იმუნიზაციის კვირეული იწყება. კვირის განმავლობაში ქუთაისში სხვადასხვა ტიპის ღონისძიება მოეწყობა,
რომელთა მიზანია იმუნიზაციის მნიშვნელობასა და შეუცვლელობაზე საზოგადოების ინფორმირებულობა.
“საქართველოსთვის განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს წითელას ეპიდაფეთქება, რომელიც განსაკუთრებულად აზიანებს იმერეთის, კახეთის, სამეგრელოს რეგიონებსა და თბილისს. მის შესაჩერებლად სწორედ სრული მობილიზაციაა საჭირო და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართვა ვაქცინაციის პროცესში,”-აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.
22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, საინფორმაციო შეხვედრები დაგეგმილია იმერეთის მუნიციპალიტეტებში.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე