იმერეთში შემოწმებულ ნაყინის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა. სურსათის ეროვნული
სააგენტოს ინფორმაციით, სეზონურობის გათვალისწინებით, ნაყინის კონტროლი გააქტიურდა. მონიტორინგის ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის იმერეთში, ლაბორატორიულად გამოკვლეულია სხვადასხვა დასახელების ნაყინის 15 ნიმუში, რომელთაგანაც დარღვევა არცერთში არ გამოვლენილა.
“სურსათის ეროვნული სააგენტო სეზონიდან გამომდინარე აქტიურად ახორციელებს ნაყინის მწარმოებელი და იმპორტიორი ბიზნეს ოპერატორების შემოწმებას. ასევე, ლაბორატორიული კვლევისათვის აღებული იქნა 15 ნიმუში, რაშიც დარღვევა არ დაფიქსირდა. სააგენტოს უფლებამოსილი პირები გასცემენ რეკომენდაციებს, რათა არ მოხდეს ნაყინის დამზადება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით”.- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ კვერნაძემ.
სეს-ის ინფორმაციით, შემოწმდა როგორც ნაყინის საწარმოებში არსებული ვითარება, ასევე სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებული პროდუქცია.
კვლევის შედეგები: http://nfa.gov.ge/uploads/other/7/7766.pdf