დასავლეთ საქართველოს ტუბერკულიოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა
ცენტრში “ლჯ და კომპანია” ზუგდიდიდან გადმოყვანილი 10 არასრულწოვანი მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადის.
თავდაპირველად კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვისაა.
“ათივე ასრულწლოვანი ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული, ბოლოს გადმოყვანილ მოზარდებს უტარდებათ გამოკვლევები, არცერთი მათგანის სიცოცხლეს, დღეის მდგომარეობით, საფრთხე არ ემუქრება”-განაცხადეს სამედიცინო ცენტრში.
შეგახსენებთ, ბავშვები ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ქალთან ერთად ცხოვრობდნენ.
არსებული ინფორმაციით, ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან. ქალი ამტკიცებს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან. საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს.