ანტივირუსული პრეპარატი “ტამიფლუ”, რომელიც
გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, ოთხ სააფთიაქო ქსელში იყიდება. ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პრეპარატის შეძენას მომხმარებლები “პე-ეს-პეში”, “ავერსში”, “ჯი-პი-სისა” და “ფარმადეპოში” შეძლებენ.
“სამინისტრომ სააფთიაქო ქსელებს “ტამიფლუ” თავისი მარაგიდან გადასცა. კონკრეტულად რომელ ფილიალებში გაიყიდება პრეპარატი, ამის გასაგებად მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს (1505) ან აფთიაქის ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ. ასევე, ანტივირუსულ მედიკამენტ “ტამიფლუს” უფასოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და ორსულების გარდა , ბავშვები, ასაკით პენსიონერები, გულსისხლძარღვთა, დიაბეტით, ონკოლოგიური და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე მოქალაქეებიც მიიღებენ.პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა, ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და წარმოადგინონ ექიმის დანიშნულება (ფორმა N100).”- წერია განცხდებაში.