“გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა.”- განაცხადა დაავადებათა
კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციარებს მოუწოდებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოს ოჯახის ექიმს და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყონ.
“გასული კვირის მონაცემებით, ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე გვაქვს – 256. ერთი კვირით ადრინდელ მონაცემთან შედარებით შემცირებულია 21-ით. კვლავ რჩება მაღალი მაჩვენებელი მძიმე რესპირატორული ინფექციის გამო ჰოსპიტალიზაციის. ამის მაჩვენებელიც შემცირებულია 41%-დან 33%-მდე, თუმცა ეს მაჩვენებელიც მაღალია.”- განაცხადა პირველ არხთან საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
გრიპის ვირსუსის გამო მაღალი მიმართვიანობის გამო კარანტინია გამოცხადებული რამდენიმე კლინიკაში. რუსტის კლინიკაში გრიპის ვირუსით მკურნალობას 35 პაციენტი გადის, კლინიკაში კარანტინი კვლავ გრძელდება. კარანტინია მცხეთის კლინიკაშიც. აქ მკურნალობას 50-მდე პაციენტი გადის.