გრიპის ვირუსით ქუთაისში ერთი ადამიანი დაიღუპა. ჯანდაცვის
მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ამ ეტაპზე გარდაცვალების ორი შემთხვევა ფიქსირდება. მინისტრი მოსახლეობას გრიპის ნიშნების აღმოჩენისთანავე ექიმის დროულ კონსულტაციას ურჩევს.
“დაავადებულთა რაოდენობა მატულობს, მაგრამ საბედნიეროდ, ეპიდემიის ზღვრის ნახევარზეა და იმედია არც მივაღწევთ. მნიშვნელოვანია,რომ ყველამ იცოდეს გრიპის სიმპტომების დაწყება და მიმართონ ამ სიმპტომების შემთხვევაში ოჯახის ექიმს. ჯერჯერობით არის ორი ძალიან სამწუხარო შემთხვევა ერთი აჭარაში და ერთი ქუთაისში. ორივე მაღალი რისკის ჯგუფი იყო. სამწუხაროდ მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.”- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
ქუთაისში გარდაცვლილი კი ორსული ქალბატონი იყო. ბოლო 3 კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვებმა იმატა.