ქუთაისის საკრებულოს ყოფილ
დეპუტატსა და ექიმს ზაზა ლომინაძეს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს. ამის დამადასტურებელი დიპლომი მას მედიკოსთა დღეს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გადასცეს. ზაზა ლომინაძე კარდიოლოგია და კლინიკა ლ-ჯ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
“მოულოდნელი იყო ჩემთვის და დიდი მადლობა ქალაქის მერიას. ავირჩიე ეს პროფესია და ქუთაისის სიყვარულით ვიარე ეს 53 წელი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სტუდენტების გასაგონად, ჩემს ქუთაისს დავუბრუნდი, რომ ჩემი განათლება ქუთაისისათვის მომეხმარა.” – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
მედიკოსთა დღეს 10 ექიმს ღვაწლმოსილი ქუთაისელის წოდება მიანიჭეს.