ქუთაისში მედიკოსთა დღე აღნიშნეს.
მედიკოსთა დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ექიმებთან შეხვედრა მოეწყო.ღონისძიება ქუთაისის მერიის ინიციატივით ჩატარდა. ღვაწლმოსილი ქუთაისელების სტატუსი 10 ექიმს თამარ ჯანჯღავას, მაია მაჩიტიძეს,პაატა ნემსიწვერიძეს,ტარიელ გრიგოლიას, ზურაბ ხაბეიშვილს, ვახტანგ ხურციძეს,დავით ბზიკაძეს, ირაკლი მელქაძეს,გიორგი შარვაშიძეს მიანიჭეს.
მათ სახსოვრად სიგელები გადაეცათ.
მედიკოს მუშაკთა დღეს საბჭოთა კავშირის პერიოდში შემოდგომაზე, ნოემბერში აღნიშნავდნენ. ტრადიცია რამდენიმე წელია ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით აღდგა და ყოველი წლის ივლისში ქუთაისში კვლავ აღინიშნება.