ორგანზაციას — “ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის”
“მაკდონალდსი” საქვვემლოქმედო აქციის ფარგლებში მიღებულ თანხას სრულად გადასცემს, – აღნიშნულია რადიო “ძველი ქალაქისათვის” მოწოედებულ ინფორმაციაში. ამ თანხით მთლიანად მოხდება როგორც ქუთაისის დღის ცენტრში სენსორული ოთახის მოწყობა, ასევე სპეციალისტების A.B.A პროგრამის მიხედვით გადამზადება.
“მაკდონალდსი” McHappyDay-ს ფარგლებში წელს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებზე ზრუნავს.
საქართველოში ყოველ მეასე ბავშვს აუტიზმის სპექტრის დარღვევა აღენიშნება. პატარების პროგრესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება და თერაპიის დროულად დაწყება. სამწუხაროდ, საქართველოს რეგიონები აუტიზმის ცენტრების და შესაბამისად, სენსორული ოთახების სიმცირით გამოირჩევა — ბენეფიციარებს მომსახურების მისაღებად თბილისში უწევთ ჩასვლა. სენსორული ოთახი კი აუტიზმის სპექტრის და განვითარების სხვა დარღვევების თერაპიის აუცილებელი ელემენტია.
“”მაკდონალდსის” საქველმოქმედო აქცია განსაკუთრებულ ფორმატს კვლავაც ინარჩუნებს: მასში თანამონაწილეობის საშუალება ტრადიციულად მომხმარებლებსაც ეძლევათ. Mc Happy Day–ს მხარდასაჭერად “მაკდონალდსმა” კამპანიის სიმბოლიკით სპეციალურად 3 სხვადასხვა ტიპის აქსესუარი დაამზადა: სტიკერი, გასაღების საკიდი და ჩანთა. ნებისმიერი მათგანის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი ავტომატურად ქველმოქმედების თანამონაწილე ხდება. 2016 წელს Mc Happy Day-ის ფარგლებში “მაკდონალდსმა” რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოსთვის ექოსკოპიის აპარატი შეიძინა, 2015-ში კი სოციალურ საწარმო “ქედელთან” თანამშრომლობის შედეგად, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს მიკროავტობუსი უყიდა, რომელიც ბენეფიციარ ბავშვებს ემსახურება. Mc Happy Day-ის ღონისძიებები ასევე ითვლის დიმიტრი ცინცაძის ფონდის, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების და სხვა ორგანიზაციების დასახმარებლად გამართულ არაერთ საქველმოქმედო აქტივობას”, – აღნიშნულია რადიო “ძველი ქალაქისათვის” “მაკდონადლსის” საზოგადოებასთან ურთიერთობს სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.