ქუთაისის ონკოლოგიური ცენტრიდან წყლის
ამოტუმბვა ამ დრომდე მიმდინარეობს. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული საავადმყოფო და “ევექსის” კლინიკა გუშინ სტიქიის დროს დაიტბორა. საავადმყოფოს დირექტორის ანჟელა ორჯონიკიძის თქმით,მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
“გუშინდელმა სტიქიამ რათქმაუნდა გამოიწვია ინტერვენციული მედიცინის ნული სართულების დატბორვა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად ინტერვენციული მედიცინის ცენტრში დატბორვა აღმოფხვრილია. ქუთაისის ონკოლოგიურ ცენტრში ამოტუმბვის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ზარალის დათვლა დაწყებულია და დაგეგმილი გვაქვს ღონისძიებები, რომ ხელი არ შეეშალოს ჩვენს უწყვეტ და გამართულ მუშაობას”,- განაცხადა ანჟელა ორჯონიკიძემ.