“აქვს თუ არა აზრი ბრძოლას თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული” – ეს არის ერთიანი ეროვნული გამოცდების თავისუფალი თემა, რომელიც აბიტურიენტებმა უნდა დაწერონ.
“თავგანწირვაზე იყო, როგორ შეიძლება ადამიანმა ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინოს რთულ პერიოდშიც კი, როცა მარცხისთვის შეიძლება იყოს განწირული მისი ეს ქმედება”, – აღნიშნა გამოცდიდან გამოსულმა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა.
ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.