საქართველოს განათლების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.
ამილახვარი ამ დრომდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, მიხეილ ჩხენკელი კი განათლებისა და მეცნიერებს მინისტრად 2019 წლის ნოემბერში დაინიშნა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიხეილ ჩხენკელს განათლების მინისტრის პოსტი მანამდეც, 2017 წელსაც ეკავა, თუმცა მხოლოდ 8 თვის განმავლობაში.
მიხეილ ჩხენკელი მუშაობას გააგრძელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ