ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ისტორიის შესახებ ლექცია ჩატარდა, რომელსაც პროფესორი სულხან კუპრაშვილი უძღვებოდა.

ლექციაზე უკრაინის წარსულზე, გასაბჭოების პერიოდზე და რუსულ აგრესიაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ საქართველომ და უკრაინამ ერთი გზა გაიარეს და საუკუნეების განმავლობაში ორივე რუსული აგრესიის მსხვერპლი იყო.

,,ვისაუბრეთ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე. ასევე გვერდს ვერ ავუვლიდით იმ პრობლემას, რაც არა მარტო უკრაინის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე დგას. ვისაუბრეთ რუსეთ-უკრაინის და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც. ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა,”-აღნიშნა სულხან კუპრაშვილმა.

,,ჩვენს ბიბლიოთეკაში ყოველთვის ტარდება ლექციების კურსი. დღევანდელი ლექცია უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე საქართველო-უკრაინის მეგობრობას ეხება. სულხან კუპრაშვილმა უკრაინის ისტორია გააციცხლა. საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა იყო,”-ამბობს საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გია ქობალიანი.

ლექციის მსვლელობისას ასევე გამოფენილი იყო უკრაინელი მწერლების წიგნები და ის ლიტერატურა, რაც უკრაინასა და საქართველოს ეხება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *