გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ქუთაისში 22 საჯარო სკოლა კვირის ბოლომდე სწავლების დინსტანციურ რეჟიმზე რჩება.
14 თებერვლიდან კი რიგ სკოლებში სწავლა ჩვეულ რეჟიმში განახლდება. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ონალინ რეჟიმზე სწავლების მსურველი 7430 მოსწავლე დარეგისტრირდა.
რაც შეეხება ინფიცირებულ მასწავალებელთა რაოდენობას, რესურს ცენტრის ინფორმაციით, ეს მონაცემი ცვალებადია. ბოლო მონაცემებით, ქუთაისის მასშტაბით, 430 პედაგოგი დაინფიცირდა.
რესურს ცენტრში აცხადებენ, რომ სკოლები რეგულაციებს სრულად იცავენ.
ამ დროისთვის ქუთაისის მასშტაბით, საჯარო სკოლების თანამშრომლების 60% ორჯერადად ვაქცინირებულია.
ქუთაისში ჯამში 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაა.