ერთიანი ეროვნული გამოცდების
დამატებითი სესიების ჩატარების განრიგი ცნობილია. Გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების მიზნით, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება კოვიდ-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განისაზღვრა დამატებით ერთი საგამოცდო სესია.
საგამოცდო განრიგი შემდეგია:
Ქართული ენა და ლიტერატურა – 21 ივლისი (II სესია);
მათემატიკა – 23 ივლისი (II სესია);
უცხოური ენა – 25 ივლისი (II სესია).
19 ივლისს აბიტურიენტებმა ზოგადი უნარების გამოცდა ჩააბარეს. Სესიებზე 87%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა.