დღეიდან დამატებითი საგამოცდო სესიების ჩატარება
დაიწყო. სესიები დანიშნულია იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც კოვიდი დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა. ასეთი ქვეყნის მასშტაბით 100-მდე აბიტურიენტია. დღეს აბიტურიენტები დამატებით სესიაზე გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწერენ. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია. დამატებითი სესიები მომდევნო დღეებში მათემატიკაში, უცხო ენებსა და ისტორიაში ჩატარდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნა 25 საგამოცდო ცენტრი.
2021 წლის გამოცდებისათვის 38 400-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება.