ქუთაისის 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაში სასწავლო
პროცესი განახლდა. როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, პროცესი შეფერხების გარეშე, რეგულაციების დაცვით დაიწყო. მისივე თქმით, მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი 80 %-მდეა.
სწავლების ონლაინ რეჟიმზე ყოფნის სურვილი 2 224-მა მოსწავლემ გამოთქვა.
მაია ცქიტიშვილის თქმით, გუშინ მასწავლებელთა ტესტირება დასრულდა და კოვიდ 19-ის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.