ქუთაისში დისტანციურ რეჟიმში სწავლას 2 435 მოსწავლე
გააგრძელებს. მონაცემები სპეციალურ საიტზე გუშინ განახლდა, სადაც მოსწავლეები საკუთარ არჩევანს აფიქსირებენ. რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მონაცემები გასულ კვირასთან შედარებით გაზრდილია. გასულ კვირაში დისტანციურ რეჟიმში 2 300-მდე მოსწავლე რჩებოდა.
ასევე გაზრდილია იმ კლასების რაოდენობა, რომლებიც დადასტურებული შემთხვევებიდან გამომდინარე დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანეს. ქუთაისში არსებულ 38-ვე საჯარო სკოლაში გასულ კვირაში დისტანციურ რეჟიმში 45 კლასი რჩებოდა, ხოლო ბოლო მონაცემებით აღნიშნულ რეჟიმში 45 კლასია.
ქუთაისში სულ 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაა.