საჯარო სკოლებში 2021-2022 სასწავლო წლის პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო.
დღის 12 საათის მონაცემებით, შესაბამის პორტალზე 13 455 პირველკლასელი დარეგისტრირდა. ჯამში, ამ ეტაპზე, სისტემაში 22082 პირველკლასელია რეგისტრირებული.
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო საბუთების წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მშობლებს საშუალება ექნებათ საბუთები სკოლაში წარადგინონ პირადად ან ელექტრონული ფორმით, ისე როგორც სკოლა გადაწყვეტს.
სკოლაში წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი ასეთია: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება (სპეციალურ ფორმას გადმოგცემთ სკოლა), მშობლების პირადობის მოწმობების ასლები, მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი. მომდევნო ეტაპზე სკოლაში აუცილებელი იქნება ბავშვის ჯანმრთელობის ცნობის წარდგენაც.