,,ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად’’

-ასე ეწოდება პროექტს, რომლის მიზანიც ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების მეშვეობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური აქტივობების ზრდაა. ინკლუზიური განათლება – გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად. ინკლუზიური  განათლება ასევე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო სჭიროებების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას. პროექტის ფარგლებში წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც  უნივერსიტეტში შემუშავებული ახალი საგანმანათლებლო კურსები წამოადგინეს. ასევე იმსჯელეს სხვადასხვა უწყებებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე, რათა გაიზარდოს ინკლუზიური განათლების ხარისხი და შშმ და სსსმ პირებს ჰქონდეთ უკეთესი გარემო განვითარებისთვის.

 

შეხვედრაზე არაერთხელ აღინიშნა, რომ საჭიროა სკოლების, უნივერსიტეტების, არასამთავრობო სექტორის, სამთავრობო უწყებების კოორდინირებული მუშაობა, რათა ინკლუზიურ განათლებაში არსებული ხარვეზები აღმოიფხვრას.

,,ინკლუზიურ განათლებაში ბევრი ხარვეზია: მასწავლებლებს კვლევები ადასტურებს, რომ მასწავლებლებს არ აქვთ საჭირო კომპეტენცია იმისთვის, რომ სრულყოფილი განათლება მისცენ სპეციალური საგანმანათლებო საჭიროებების მქონე მოსწავლეებს. არც სკოლას გააჩნია შესაბამისი რესურსი, რომ მათ საჭიროებებზე მორგებული გარემო შექმნას, ეს ყველაფერი განათლების ხარისხზე ცუდად აისახება, განათლების სამინისტროს კვლევის მიხედვით 3-ჯერ გაიზარდა იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებსაც განათლების მიღების, გადაადგილებისთუსხვატიპისშეზღუდვებიაქვთდასპეციალურ მიდგომებს საჭიროებენ. ასევე სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ინკლუზიური განათლების ხარისხი სკოლებში არ გაუმჯობესებულა. ’’-ამბობს პროექტის კოორდინატორი თამარ მახარაძე.

იმისთვის, რომ ინკლუზიური განათლების ხარისხი გაუმჯობესდეს, პროექტის ამოცანებია შეიქმნას სპეციალური საგანმანათლებლო კურსები, რომლებიც გადაამზადებს სტუდენტებს. წერეთლის უნივერსიტეტში მასწავლებლის 60%-კრედიტიან პროგრამაში დაინერგება ინკლუზიური განათლების კურსები, რომელიც არჩევითი იქნება.  მანამდე კი წერეთლის უნივერსიტეტი სტუდენტებს 4 სალექციო კურსს შესთავაზებს, რომელთა ათვისებაც სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყება. ასევე იგეგმება მოქმედი მასწავლებლების გადამზადება და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი არაფორმალური ქსელის ჩამოყალიბება.

პროექტი ერაზმუს+-ის ფინანსური მხარდაჭერის და თსუ-ს კოორდინირებით ხორციელდება. მასში ჩართულები არიან თბილისის, ბათუმის, თელავის ქუთაისის უნივერსიტეტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *