აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში 14 აპრილს საქართველოს
სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული კონკურსი “ვინ უკეთ წერს” ჩატარდება. პანდემიის გამო, წელს კონკურსს განსხვავებული ფორმატი ექნება და დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
კონკურსი ითვალისწინებს განსაზღვრულ დროში (45 წთ) მოცემულ თემაზე თხზულების (ჩანახატის, ნოველის, ესეს ან ლექსის) შექმნას. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებს ნებისმიერი ფაკულტეტიდან.
კონკურსი ჩატარდება ონლაინპლატფორმაზე დარეგისტრირებულ ჯგუფში “ქართული ენის მიმართულება”.
სტუდენტები კონკურსში ჩაერთვებიან კორპორაციული ფოსტის საშუალებით. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ფაკულტეტი, სპეციალობა, კურსი, ტელეფონის ნომერი, კორპორაციული ფოსტის მისამართი) უნდა გააგზავნონ “სტუდენტთა საენათმეცნიერო წრის” სასაუბროში.
შეგახსენებთ, აწსუ-ში სასწავლო პროცესი ჰიბრიდული მეთოდით მიმდინარეობს.