დემური დანგაძე, გიორგი სვანიძე და მიხეილ მეძველია Big Idea challenge-ის კონკურის ფინალისტები არიან.
მათ კომიქსებისა და სხვა ნაწარმობებისათვის პლატფორმა შექმნის იდეა აქვთ, რომელიც ავტორებს შესაძლებლობას მისცემს მათი ნაშრომები უფრო მრავალფეროვანი გახდეს. მათ ჯერ საკუთარი კომიქსი შექმნეს.
,,კომიქსს ვქმნიდით დაახლოებით ორი წელი. ის არცერთ სხვა კომიქსს არ ჰგავს. მასიურია. არის ფენტეზი, დრამა, სათავგადასავლო. ყველაფერ ის, რაც მკითხველს მიიზიდავს. არის ინტრიგაც. შეიძლება პირველი ქართული კომიქსიც ვუწოდოთ. პლატფრმაზე ნახევარი წელი ვფიქრობდით. შემდეგ გავიგეთ ამ კონკურსის შესახებ და გავიტანეთ ჩვენი იდეაც.” – ამბობს გიორგი სვანიძე.
დემური დანგაძე, გიორგი სვანიძე და მიხეილ მეძველია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამართლის სპეციალობის, სტუდენტები არიან.
სსიპ “შემოქმედებითი საქართველოსა” და “ბრიტანეთის საბჭოს” თანამშრომლობით ინიცირებული შემოქმედებით ნაპერწკლის საგრანტო პროგრამაში საქართველოს მასშტაბით ჩართული იყო 9 უნივერსიტეტი და შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას იღებდა 90-მდე სხვადასხვა იდეა. ჟიურის მიერ საქართველოდან წარდგენილ 90 იდეიდან შერჩეულ იქნა 9 ფინალისტი.
იდეის მხარდასაჭერად და Big Idea challengeის კონკურსში გამარჯვების მისაღწევად ონლაინ ხმების შეგროვებაა საჭირო. ხმის მიცემა კი კომიქსების მოყვარულებს და არა მარტო მათ 20 ივლისამდე შეუძლიათ.