ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა
დასრულდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესმა ოცდაოთხივე საგამოცდო ცენტრში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. დარეგისტრირებულებიდან 95%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა. დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, სადაც მითითებულია გამოცდის თარიღი, ცენტრის მისამართი და გამოცხადების დრო.