ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის
მეორე სესია დასრულდა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესმა ოცდაოთხივე საგამოცდო ცენტრში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. დარეგისტრირებულებიდან 95%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა. არ ყოფილა დაგვიანებისა და მოხსნის არც ერთი შემთხვევა.
ხვალ აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ისევ ერთ სესიად ჩააბარებენ.