საგამოცდო სივრცეებში კონდინციონერის ჩართვა იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ოთახში
ტემპერატურა 30 გრადუსადმე ავა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
,,რათქმაუნდა ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია. იმ შემთხვევაში თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა ავა 30 გრადუსამდე შესაძლებელი იქნება კონდინციონერების ჩართვა. ეს რეკომენდაციები მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან და ფაქტობრივად ჩვენ სრულად კომფორტულ მდგომარეობას შევუქმნით შეძლებისდაგვარად ჩვენს აბიტურიენტებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა.”- განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ.