სამხედრო გაწვევის კანონში ცვლილებები შევა. როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა

გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.   

პრემიერ მინისტრის განცხადებით, ცვლილებების მიზანი პროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებული სტუდენტებისთვის ერთჯერადად სამხედრო სამსახურის გადავადებაა.

,,ეს ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას ასევე არ შეუშლის ხელს გაწვევის პროცესს. ეს იქნება მხოლოდ ერთჯერადი გადავადება. მოგეხსენებათ, პროფესიულ განათლებაში კურსები არის ან 12 ან 24 თვიანი და რაც მთავარია პროფესიულ განათლებაში ახალგაზრდები მიდიან 15 წლიდან . ასე რომ ეს ვერ გახდება სამხედრო სავალდებულო მსახურებისგან თავის არიდების ინსტრუმენტი.” – განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *