აბიტურიენტებს გამოცდის პროცესში პირბადის ტარება აღარ მოუწევთ. ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
,,იქედან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად საკმაოდ კარგად მოემზადა გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს რომელიც პირბადით აუცილებლად უნდა მივიდეს თავის საგამოცდო ადგილზე,რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული.”- განაცხადა პრემიერმა.
გამოცდების მიმდინარეობისას პირბადის მოხსნას აბიტურიენტები ითხოვდნენ. მათ რამდენიმე აქცია ქუთაისსა და სხვა ქალაქებში გამართეს.
ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.