21 ივნისს აკაკი წერეთლის დაბადებიდან 180 წელი სრულდება. საიუბილეო

თარიღთან დაკავშირებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებატა ფაკულტეტი და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი კონკურსს აცხადებენ.

,,საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად უნივერსიტეტის რექტორატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატი და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი აცხადებენ კონკურსს აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი სტუდენთა საუკეთესო ნაშრომის შესარჩევად. კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ჟიურის მიერ გამოვლინდება მიმდინარე წლის სექტემბერში, დაჯილდოვდება სიგელით და გადაეცემა ფულადი ჯილდო.”- აცხადებენ უნივერსიტეტში.

კონკურსთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ ფაკულტეტის დეკანატს ან ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტს მიმართონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *