19 ივნისს ქუთაისში ეროვნულ გამოცდებზე პირბადით დაშვებას გააპროტესტებენ. როგორც აქციის

 

ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია არ იქნება პოლიტიკური და მდუმარე ფორმატში, მერიის შენობასთან 17:00 საათზე გაიმართება.

,,პირბადე ფილტვებში ახდენს ჟანგბადის კონცენტრაციის შემცირებას და CO-ს გაზრდას. რაც ნერვიულობის ფონზე დაახლოებით 50% ამცირებს ადეკვატური აზროვნების შესაძლებლობას.  ასევე ის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის. რამაც ნებისმიერ აბიტურიენტს შეიძლება მძიმე სამედიცინო პრობლემა შეუქმნას. როგორც მინიმუმ ზემოთ აღნიშნულმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს გამოსაცდელში პანიკური შოკი, ხოლო უარეს შემთხვევაში კი შესაძლებელია ჰემორაგიული გართულებაც გამოიწვიოს თავის ტვინზე. ზემოთ აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებენ გავლენიანი ქართველი ექიმები: ბიძინა კულუმბეგოვი, ზურაბ გურული, კოტე მათითაშვილი და სხვები.”- წერია აქციის ანონსში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა გამოცდებისთვის მითითებები გამოსცა, რომელის მიხედვითაც აბიტურიებტებს მუდმივად უნდა ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *