2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო
ათეული ცნობილია. ათეულში იმერეთიდან ორი პედაგოგი მოხვდა. მათ შორისაა ზესტაფონის მე-7 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მარინე ფორჩხიძე და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯაროს სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ელზა ხარშილაძე.
“მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – საქართველო” არის გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.
2017 წლის 19 მარტს, განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე საქართველომ მიიღო მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს აკრედიტაცია.
2017 წელს პირველად ჩატარდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო.
ეროვნულ დონეზე გამარჯვებული ჯილდოს სახით იღებს 10.000 ლარს და ხდება გლობალური ჯილდოს ერთ-ერთი მონაწილე.