ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა მკითხველთან ურთიერთობას კვლავ ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.
ბიბლიოთეკაში აცხადებენ, რომ ჯერ-ჯერობით მკითხველებისათვის სასურველი წიგნების მიწოდება კვლავ დისტანციურ რეჟიმში ელექტრონული ფორმით განხორციელდება.
ბიბლიოთეკაში განმარტავენ, რომ წიგნები ინფექციის გადამტანია და ყველა დაბრუნებული წიგნი ორი კვირის განმავლობაში საცავში იზოლირებულად განთავსდება.
ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ პერსონალი მუშაობას კოვიდ 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვით აგრძელებს.
ბიბლიოთეკას ჩვეულ რეჟიმში მუშაობა 15 ივნისიდან უნდა გაეგრძელებინა, რისთვისაც სხვადასხვა უწყებებიდან რეკომენდაციებს ელოდებოდნენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის განახლდება მუშაობა ჩვეულ რეჟიმში.