ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გუგლის ორგანიზებით
პროგრამირებაში გუნდური შეჯიბრი დღეს გაიმართება. ჩემპიონატი წელიწადში ერთხელ იმართება და ის განკუთვნილია დამწყები და პროფესიონალი პროგრამისტებისათვის. ჩემპიონატის დროს გუნდებს მიეცემათ კონკრეტული დავალებები, რომლებიც უნდა გააკეთონ. პროგრამირების სასურველ ენას თავად არჩევენ. ჩემპიონატს დეველოპერების სტუდენტური კლუბი ქუთაისში პირველად მასპინძლობს.
ჩემპიონატი მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად დაიწყება. გუნდები ასპარეზობას 21:30 საათზე დაიწყებენ. ქუთაისში 4 გუნდია რეგისტრირებული.
ჩემპიონატისთვის მსოფლიოს მასშტაბით, 91 ქვეყნიდან, სულ 724 ჰაბია დარეგისტრირებული.
ფინალური რაუნდი გუგლის საერთაშორისო ოფისში გაიმართება.