აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროგრამირებაში გუგლის გლობალურ
ჩემპიონატს უმასპინძლა. ჩემპიონატი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა მონაწილე ქვეყანაში, ერთდროულად მიმდინარეობდა და პირველადი შედეგების ნახვა ლაივ სტრიმის საშუალებით შეიძლებოდა. მონაწილეებს შეეძლოთ დისტანციურადაც ჩართულიყვნენ ჩემპიონატში, თუმცა ოთხმა გუნდმა DSC Akaki Tsereteli State University Hub-დან გადაწყვიტა მონაწილეობა.
25 თებერვალს გახდება ცნობილი ვინ მიიღებს მონაწილეობას ფინალში, რომელიც 25 აპრილს გუგლის საერთაშორისო ოფისში გაიმართება.
ქუთაისში გუგლის გლობალური ჩემპიონატი წელს პირველად ჩატარდა. ჩემპიონატისთვის მსოფლიოს მასშტაბით, 91 ქვეყნიდან, სულ 724 ჰაბი იყო დარეგისტრირებული.