ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მიხეილ გიორგაძე, საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა.

მიხეილ გიორგაძეს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მიულოცა.

,,გამარჯვებულები სკოლის განვითარებასა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვის, ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფის, ინოვაციურობის და რესურსების ეფექტიანი მართვის კრიტერიუმით შეირჩნენ და ძალიან საამაყო და სასიხარულოა, რომ ამ სამეულში შორის სწორედ ჩვენი რეგიონის წარმომადგენელია, რადგან იმერეთი და განსაკუთრებით ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების კერა და ამ რეგიონს კიდევ მეტი პოტენციალი აქვს. მადლობას ვუხდი მიხეილ გიორგაძეს ქალაქის ღირსეულად წარმოჩენისთვის და ვუსურვებ წარმატებებს ჯანსაღად მოაზროვნე თაობების აღზრდის საქმეში”, – აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინციატივითა და ორგანიზებით, პირველად საქართველოში “წლის საუკეთესო დირექტორის” დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *