ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკური გამოცხადდა.
უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, აკადემიური პერსონალის შერჩევის პირველი ეტაპი დაიწყება მიმდინარე თვეში უნდა დაიწყოს. ღია კონკურსები მათემატიკის, მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით ეტაპობრვად გამოცხადდება.
,,აკადემიური პერსონალის შერჩევის პირველი ეტაპი დაიწყება 2020 წლის თებერვალში, როდესაც ეტაპობრივად გამოცხადდება ღია კონკურსები მათემატიკის, მენეჯმენტის და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით. მეორე ეტაპი დაიწყება 2020 წლის აგვისტოში, როდესაც გამოცხადდება კონკურსები როგორც აფილირებული აკადემიური პერსონალის, ასევე მოწვეული პერსონალისა და პროფესორის ასისტენტების შესარჩევად. კონკურსის გამოცხადება და დეტალური პირობები შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის ვებ გვერდზე.”- წერია განცხადებაში.
სასწავლებლის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის. განაშენიანების პირველ ფაზაში შენდება 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართის მქონე შენობა-ნაგებობები. ამაში შედის 3 სასწავლო კორპუსი, 3 სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, პროფესორ-მასწავლებელთა საცხოვრებელი კორპუსი, ცენტრალური ბიბლიოთეკა და სასადილო. განვითარების შემდეგ სტადიებზე, აიგება დამატებით 2 სასწავლო კორპუსი, ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და კვლევით-სამეცნიერო დანიშნულების სხვა ობიექტები.