ქუთაისში “მასწავლებლის ეროვნული სკოლის” კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ. პროგრამის
მონაწილეებს სერტიფიკატები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ,,მასწავლებლის ეროვნული სკოლის” ხელმძღვანელმა ნინო გორდეზიანმა გადასცა.
,,პროექტი ნამდვილად შედგა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი, მოტივირებული კადრი არის მზად შევიდეს პროფესიაში. ზუსტად იმუშაონ ის სკოლებში, რომლებიც არის მაღალმთიანი და მცირე კონტიგენტიანი სკოლები. ასწავლონ ერთი, ორი ან სამი საგანი. შესაბამისად, შეავსოს დეფიციტი სკოლაში, რადგან ნებისმიერ მოსწავლეს აქვს უფლება მიიღოს სრულფასოვანი განათლება.” – განაცხადა ,,მასწავლებლის ეროვნული სკოლის” ხელმძღვანელმა ნინო გორდეზიანმა.
“მასწავლებლის ეროვნულმა სკოლამ” ფუნქციონირება საქართველოს 12 ქალაქში, მათ შორის ქუთაისში, 1 ნოემბერს დაიწყო პედაგოგობის მსურველები უფასოდ გადაამზადა.
პროგრამაში სულ 1758 მასწავლებლობის მსურველი მონაწილეობდა. კურსი წარმატებით 1464-მა დაასრულა.
საგნობრივი კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებმა პედაგოგიური პრაქტიკა სკოლაში ადგილობრივი მასწავლებლის მეთვალყურეობით გაიარეს.
მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, კურსდამთავრებულები სკოლებში კონკურსის წესით შევლენ.