აწსუ-ში დავითობის აღსანიშნავად ემზადებიან. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის ინიციატივით, 8 თებერვალს,გაიმართება ტრადიციული საზეიმო მსვლელობა და დავით აღმაშენებლის ძეგლის გვირგვინით შემკობა.
საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობის მსურველები 8 თებერვალს, 10 საათზე, თამარ მეფის ქ. #59-ში აკაკი წერეთლის ძეგლთან შეიკრიბებიან.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა. 1121 წელს წმინდა მეფე დავითმა დავითმა დიდგორზე არაბთა 600 ათასიანი არმია დაამარცხა. 1122 წელს კი 400 წლიანი არაბთა ტყვეობის შემდეგ დედაქალაქი თბილისი სამშობლოს დაუბრუნა.
ანდერძის თანახმად, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.