“ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივით და ორგანიზებით, “ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში”,
კომპანიის მიერ ნოემბრის ბოლოს ჭიათურაში და ზესტაფონში ჩატარებული ნახატების კონკურსების ფინალი გაიმართა. ორივე რეგიონში ადგილობრივი, კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლენილი 13 ფინალისტიდან “ქუთაისის მხატვართა კავშირის” წევრებმა გამარჯვებული გამოავლინეს. ჟიურის მოწონება ჭიათურიდან V საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლის ნინო აბესაძის ნამუშევარმა დაიმსახურა.
საკუთარი რჩეული დაასახელა “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა. ზესტაფონიდან №2 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ელენე გიორგაძე მეორე გამარჯვებულია.
ორივე მოსწავლე 2020 წლის გაზაფხულზე საფრანგეთში წიგნის ფესტივალზე გაემგზავრება.
,,ვთვლი,რომ ყველა ბავშვი გამარჯვებულია ვინც ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. კონკურსი ყოველ წელს ჩატარდება.კომპანიას ექნება კალენდრებზე ბავშვების ნახატები. კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ გადავწყვიტე ჩემი სიმპათია რომელიც იყო ის დამეჯიდლოვებინა. გადავწყვიტეთ, ორივე გავუშვათ საფრანგეთში”.- განაცხადა ,,ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.
“ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციული დირექტორის თემურ ხონელიას ინიციატივით, დარჩენილ 11 ფინალისტს საჩუქრად ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
ასევე, კონკურსის 13 ფინალისტს, კომპანიის მიერ, მათივე ნახატების მიხედვით შედგენილი “ჯორჯიან მანგანეზის” 2020 წლის კალენდრები გადაეცათ. მათ მარიკა კაკაბაძის ვორქშოფი ჩაუტარდებათ.