,,შენობის აზომვითი ნახაზი უკვე გამზადებულია.ყველა ნიუანსი გათვალეს, რომ საფუძველი

რემონტს ჰქონდეს კარგი.”- ამის შესახებ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა გია ქობალიანმა რადიო ,,ძველი ქალაქის”  გადაცემაში ,,მთელი დღე” განაცხადა.

პროექტის შესადგენად აზომვითი ნახაზები ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა გააკეთა. გია ქობალიანის განცხადებით, ბიბლიოთეკის ისტორიულ შენობას რემონტი ჩაუტარდება და ამაში ჩართულია ერთ-ერთი ფონდი. გარდა ამისა საუბარია შენობის გაფართოვებაზეც. 

,,საუბარია არა მხოლოდ გარემონტებაზე, მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების კონსტრუქციებით შეცვლაზე. ამით ბიბლიოთეკას 300 კვადრატულ მეტრამდე მოემატება. არის დიდი გეგმები საცავთან დაკავშირებითაც.  ერთ-ერთი ცნობილი ფონდი გვპირდება რომ გაგვირემონტებს ბიბლიოთეკას. თუ ამ ფონდმა აიღო და დარწმუნებული ვარ აიღებს თავის თავზე ამ საქმეს, იმედს ვიტოვებ, რომ სულ მალე ჩვენი ბიბლიოთეკა ახალი შენობით შეხვდება 150 წლის თავს. რაც შეეხება დამატებით შენობას, ამაზედაც მიდის მუშაობა. იყო საუბარი სხვა შენობის გადმოცემაზე,ეს თემა არ მომკვდარა. ჯერჯერობით ვფიქრობთ, უმთავრესი უნდა იყოს იმ ძველი, ისტორიული შენობის გარემონტება.” – განაცხადა გია ქობალიანმა. 

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში რემონტი გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა.  ამჟამად ბიბლიოთეკა განთავსებულია 3 000 კვ მეტრზე მეტ ფართობზე. მის რემონტზე საუბარი დაახლოებით 5 წლის წინ დაიწყო. და მის სხვა შენობაში გადასვლის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავდნენ. ამბობდნენ, რომ შენობა ავარიულია. ერთ-ერთ ალტერანტიულ ადგილად კი ბიბლიოთეკის შენობის გვერდით მდებარე საგზაო დეპარტამენტის შენობა მოიაზრებოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *