აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როგორც ევროკავშირის ERASMUS+-ის ინსტიტუციური

განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში” (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT – RURD) აპლიკანტ-კოორდინატორმა გამართა პროექტის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა.

პროექტის მიზანია, ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

პროექტში ჩართულია: საქართველოს რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპული პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

ვრცლად მოისმინეთ სიუჟეტში:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *