ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ
რუდი ქუთაისში იმყოფებოდა. მან ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული მე-17 საჯარო სკოლა მოინახულა.
,,მიხარია აქ ყოფნა. მოვედით, რათა ვნახოთ განახლებული მე-17 საჯარო სკოლა. ეს განსაკუთრებული სკოლაა, რადგან მას განსაკუთრებული და საინტერესო ისტორია აქვს. სასიამოვნოა იმის ნახვა თუ როგორ გარემონტდა სკოლა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის ფარგლებში”. – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა.
ქუთაისის N17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ იმერეთში რეაბილიტაცია 17 საჯარო სკოლას ჩაუტარდა, აქედან 8 სკოლა ქუთაისში მდებარეობს. პროექტზე მთლიანობაში 10 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.