აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა IFLA-ს (The International Federation
of Library Associations and Institutions) ,,მწვანე ბიბლიოთეკების მოძრაობას” უერთდება. “მწვანე ბიბლიოთეკის” ინიციატივის შესახებ ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი ჭიჭინაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე “ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად ნარჩენების მართვის სექტორის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის საკითხები საქართველოსა და მოლდოვაში” ისაუბრა.
,,გადავწყვიტეთ შეგვემუშავებინა ,,მწვანე ბიბლიოთეკის” კონცეფცია. ეს საერთაშორისო საბიბლიოთეკო საზოგადოების გამოწვევის მიღებას გულისხმობს. ,,მწვანე ბიბლიოთეკის” პოლიტიკა მოიცავს ენერგოეფექტიანობას, გარემოს დაცვას, ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელს. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ბიბლიოთეკის სტრატეგიულ გეგმაში გაიწერება. ჩვენთან უკვე დამონტაჟებულია ენერგოეფექტური ნათურები. გვინდა მეტი მწვანე ნარგავები განვათავსოთ. ვგეგმავთ მზის პანელების დამონტაჟებას და ა.შ. ჩვენ პირველები ვიქნებით ამ მიმართულებით და გვინდა, რომ სხვა ბიბლიოთეკებიც გამოვიწვიოთ, რათა ბიბლიოთეკებში მწვანე პოლიტიკის კონცეფცია შემუშავდეს.
IFLA ყოველ წელს იმ ბიბლიოთეკებს აჯილდოვებს, რომლებიც მწვანე პოლიტიკის პარამეტრებს აკმაყოფილებს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დაჯილდოვებაზე განაცხადს პირველად შეიტანს.