ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში მასწავლებლის მიერ მოსწავლეზე ძალადობის
ფაქტს სკოლაში სწავლობენ. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” სკოლის დირექტორმა, თამაზ ჭაბუკიანმა განუცხადა, დადასტურების შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებენ.
,,ვსწავლობთ ამ საკითხს. მანდატური ცალკე, ჩვენ ცალკე და თუ დადგინდა ვიმოქმედებთ ისე, როგორც კანონი გვავალდებულებს. სხვა ასეთი ფაქტი სკოლაში არ დაფიქსირებულა.” – განაცხადა სკოლის დირექტორმა თამაზ ჭაბუკიანმა.
ქუთაისის მესამე საჯარო სკოლაში მოსწავლეს მასწავლებელმა თმა ააგლიჯა. ამის შესახებ ინფორმაციას მოსწავლის მშობელი ცირა ხაბურძანია ავრცელებს. მისი თქმით, მესამე კლასის მოსწავლე კლასის დამრიგებელმა გადალაპარაკების გამო დასაჯა.
მისივე თქმით, პედაგოგს ბავშვების მიმართ სწორი მიდგომები არც მანადე ჰქონდა. იცინდენტის შემდეგ კი მოსწავლე სკოლაში წასვლაზე უარს აცხადებს.
ვრცლად მოისმინეთ სიუჟეტი: