“დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი” გენდერული ძალადობის წინააღმდეგ
16 დღიანი კამპანიის ფარგლებში აცხადებს წერილების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსის თემაა წერილი გენდერული ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლს.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერება.
,,წერილი, სხვა თემატურ საკითხებთან ერთად, შესაძლოა მოიცავდეს:
• მსხვერპლის თანადგომას/მხარდაჭერას;
• თქვენი რჩევას, თუ როგორ დაიცვას თავი მსხვერპლმა გენდერული ნიშნით ან/და ოჯახში ძალადობიისგან;
• მოსაზრებას, რატომ უნდა აიმაღლოს ხმა მსხვერპლმა ძალადობის წინააღმდეგ.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს რეგიონებში მოქმედ საჯარო ან კერძო სკოლებში.” – ნათქვამია განცხადებაში.
ერთ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი წერილი;
– პლაგიატის შემთხვევაში ნაშრომი არ განიხილება;
– დაგვიანებით მიღებული წერილები არ განიხილება;
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ოთხი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:
– პირველი ადგილი: 300 ლარი;
– მეორე ადგილი: 200 ლარი;
– მესამე ადგილი: 100 ლარი;
– ჟიურის რჩეული: 100 ლარი;
ნაშრომების გაგზავნის ბოლო ვადა: 15 დეკემბერი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ – https://www.facebook.com/events/417901452448172/