2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში
ორი სახლის სიახლე იქნება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცვლილებები მე-2 და მე-6 დავალებებში შევა.
მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით. აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას. მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, 10-ის ნაცვლად 12 საკითხიანი გახდა.
ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) არ შეცვლილა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე