ტყიბულის მუნიციპალიტეტის მასწავლებელთა კონკურსის გამარჯვებულები
დაჯილდოვდნენ. კონკურსი რამდენიმე ეტაპს მოიცავდა და მისი ძირითადი მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზება, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა და საზოგადოებისთვის წლის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენა იყო. ბოლო ეტაპზე 11 მონაწილე გადავიდა და სამ ნომინაციაში გამარჯვებულები გახდნენ:
ღვაწლმოსილი პედაგოგი – ნანა ამბროლაძე (მე-6 საჯარო სკოლა), მურმან მურუსიძე (ახალსოფლის საჯარო სკოლა);
წლის საუკეთესო კლასის დამრიგებელი – თინათინ გიორგაძე (კურსების საჯარო სკოლა);
წლის საუკეთესო მასწავლებელი – ელისო მაწკეპლაძე ( გელათის საჯარო სკოლა).
მუნიციპალიტეტისგან პედაგოგებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. გარდა ამისა, გამარჯვებულმა მასწავლებლება ფულადი პრიზებიც მიიღეს.
ფოტო: ტყიბულის მერია